Friday, March 12, 2010

ეკა წერეთელი

პროექტის სახელი: სიცოცხლე ყინულებში

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ, არის თუ არა სიცოცხლე ყინულებში

პროექტის სრული აღწერა:

  • მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას არქტიკისა და ანტარქტიდის მდებარეობის, რელიეფის, კლიმატური პირობებისა და კვლევების შესახებ;
  • წიგნების, ჟურნალ-გაზეთებისა და ინტერნეტის მეშვეობით შეაგროვებენ მონაცემებს, ფოტოილუსტრაციებს და გამოიკვლევენ ყინულებში მცხოვრები ადამიანებისა და ცხოველების იქაურ ბუნებრივ პირობებთან შეგუების თავისებურებებს;
  • გაიგებენ, გლობალური დათბობის გამო როგორი სისწრაფით კლებულობს ყინულის საფარი და რა ზეგავლენას ახდენს ეს პროცესი იქაურ მობინადრეებზე ;
  • შექმნიან ვებ-გვერდს სახელწოდებით „ეს საინტერესოა!“

მონაწილეთა ასაკი: 9- 12 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები: შესაბამისი ლიტერატურის,

ინფორმაციის, სურათის მოპოვება, გამოფენები, პრეზენტაციები.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას გეოგრაფიაში - მოიძიებენ ამ ადგილებს რუკაზე; ლიტერატურაში - მოძიებული ლიტერატურული მასალის საფუძველძე გაიგებენ, თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდათ არქტიკაზე მის აღმოჩენამდე;

ზოოლოგიასა და ფიზიკაში - გაიგებენ, ბუნებრივი თბოიზოლატორები ბეწვი, ბუმბული და ცხიმი როგორ ეხმარება ცოცხალ ორგანიზმებს სითბოს შენარჩუნებაში; რატომ მერყეობს ტემპერატურა იგლუში -7-დან +26 გრადუსამდე, როცა გარეთ ტემპერატურა -40 - 45 გრადუსია;

სარგებელი სხვებისთვის: ხელი შეეწყოს დედამიწის

მრავალფეროვანი ბუნებით დაინტერესებას.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო

გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია გეოგრაფიასთან,

ქართულთან, ზოოლოგიასთან.

პროექტის ფასილიტატორი: ეკა წერეთელი, 139-ე საჯარო სკოლის პედაგოგი.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: e.tsereteli139@gmail.com