პროექტის სახელი: სიცოცხლე ყინულებში
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ, არის თუ არა სიცოცხლე ყინულებში
პროექტის სრული აღწერა:
- მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას არქტიკისა და ანტარქტიდის მდებარეობის, რელიეფის, კლიმატური პირობებისა და კვლევების შესახებ;
- წიგნების, ჟურნალ-გაზეთებისა და ინტერნეტის მეშვეობით შეაგროვებენ მონაცემებს, ფოტოილუსტრაციებს და გამოიკვლევენ ყინულებში მცხოვრები ადამიანებისა და ცხოველების იქაურ ბუნებრივ პირობებთან შეგუების თავისებურებებს;
- გაიგებენ, გლობალური დათბობის გამო როგორი სისწრაფით კლებულობს ყინულის საფარი და რა ზეგავლენას ახდენს ეს პროცესი იქაურ მობინადრეებზე ;
- შექმნიან ვებ-გვერდს სახელწოდებით „ეს საინტერესოა!“
მონაწილეთა ასაკი: 9- 12 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: შესაბამისი ლიტერატურის,
ინფორმაციის, სურათის მოპოვება, გამოფენები, პრეზენტაციები.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას გეოგრაფიაში - მოიძიებენ ამ ადგილებს რუკაზე; ლიტერატურაში - მოძიებული ლიტერატურული მასალის საფუძველძე გაიგებენ, თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდათ არქტიკაზე მის აღმოჩენამდე;
ზოოლოგიასა და ფიზიკაში - გაიგებენ, ბუნებრივი თბოიზოლატორები ბეწვი, ბუმბული და ცხიმი როგორ ეხმარება ცოცხალ ორგანიზმებს სითბოს შენარჩუნებაში; რატომ მერყეობს ტემპერატურა იგლუში -7-დან +26 გრადუსამდე, როცა გარეთ ტემპერატურა -40 - 45 გრადუსია;
სარგებელი სხვებისთვის: ხელი შეეწყოს დედამიწის
მრავალფეროვანი ბუნებით დაინტერესებას.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია გეოგრაფიასთან,
ქართულთან, ზოოლოგიასთან.
პროექტის ფასილიტატორი: ეკა წერეთელი, 139-ე საჯარო სკოლის პედაგოგი.